Saturday, December 3, 2011

ჩვენ ვირჩევთ...

  პროექტის სახელწოდება: ჩვენ ვირჩევთ...
  პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ პოზიტიური დამოკიდებულება არჩევნების მიმართ.
  პროექტის აქტუალობა: მოსწავლე გააცნობიერებს თავის როლს საზოგადოებაში და გაანალიზებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობა თავისივე მომავლისათვის.  
  პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლემ შეძლოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების გაცნობიერება, ისწავლოს რამდენიმე პროცედურული ნიუანსი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით და თავად აირჩიონ სკოლის კედლის გაზეთის მთავარი რედაქტორი.
  მონაწილეთა ასაკი: არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მეათე კლასის 70 მოსწავლე, მათგან ერთი არის სსსმ მოსწავლე.
  ვადები/ ხანგრძლივობა: პროექტი დაიწყება 12 დეკემბერს და გაგრძელდება ორი კვირა.
  მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები აირჩევენ სკოლის კედლის გაზეთის მთავარ რედაქტორს.
  პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: საარჩევნო ოთახი, საარჩევნო ყუთი, თაბახის ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, პრინტერი.
  პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები გაეცნობიან არჩევნების წესებს, აირჩევენ საარჩევნო კომისიას.გამოცხადდება კონკურსი რედაქტორის კანდიდატის შესარჩევად და დაინიშნება არჩევნების დღე.მოსწავლეები სასურველი კანდიდატისათვის დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას. საარჩევნო კომისია დაარეგისტრირებს კანდიდატებს. მოეწყობა ოთახი არჩევნების ჩასატარებლად. არჩევნების დღეს აირჩევა კომისია საარჩევნო ყუთის გადასატანად სსსმ მოსწავლესთან. არჩევნების დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისია დაითვლის ხმებს და გამოაცხადებს გამარჯვებულ კანდიდატს. ხმების თანაბარი რაოდენობის მოგროვების შემთხვევაში გაიმართება მეორე ტური. ტურის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისია დაარეგისტრირებს გამარჯვებულ კანდიდატს.
  პროექტის ხელმძღვანელი: ნანა სარალიძე
  ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: saralidzenana@gmail.com.
  პროექტის ბლოგი: http://saralidzenana.blogspot.com/